ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლემ, რომელმაც 50 ათასი ზურაბიშვილს შესწირა, მესტიაში სასტუმროს 30% -იანი წილი მიიღო-გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა საგანგებო ბრიფინგს მართავს და გახმაურებული ფარული ჩანაწერების ფიგურანტზე, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეზე ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მესტიაში მდებარე ერთ-ერთი შენობა, მმართველი გუნდის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახის საკუთრებაში მოხვდა და ამასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

უგულავას განცხადებით, საუბარია “შპს All seasons”-ზე, რომელსაც 2012 წლის 10 ივლისს გადაეცა სახელმწიფო ქონება და სადაც უნდა განხორციელებულიყო 2.7 მილიონი ლარის ინვესტიცია. სამსართულიან შენობაში უნდა განთავსებულიყო სასტუმრო. საინვესტიციო ვალდებულება “შპს All seasons”-მა არ შეასრულა, თუმცა ის მთავრობის განკარგულებით განთავისუფლდა პირგასამტეხლოსგან. მიმდინარე წელს კი “შპს All seasons”-ის 30%-იანი წილის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე გახდა, რომელმაც წილის მიღებიდან მალევე სალომე ზურაბიშვილის 50 ათასი შესწირა.

„ამ არჩევნებზე ქალბატონი ნათია ხვისტანი სალომე ზურაბიშვილს სწირავს 50 ათას ლარს. ანუ კომპანია, რომელსაც სახელმწიფომ გადასცა ქონება იმისთვის, რომ მესტიაში სასტუმრო გაკეთებულიყო, ნახევრად აშენებულია და უნდა დამთავრებულიყო. ამ კომპანიას სამჯერ „ქართული ოცნების“ მთავრობამ გადაუვადა პირობის შესრულება. პირგასამტეხლო რომელიც უნდა გადაეხადა ჩამოუწერა, და მეტიც, წინსწრებით, ინდულგენციის მსგავსად, წინასწარ უთხრა, რომ თუ კიდევ არ შეასრულებს პირობებს, პირგასამტეხლოს მაინც არ გადაიხდი. და საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ ვიქტორ ჯაფარიძე გამხდარიყო მეწილე ამ სასტუმროში და პრინციპით “ხელი ხელს ბანს,” მათ გადაურიცხეს სალომე ზურაბიშვილის 50 ათასი ლარი,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანია : ცესკო აბსოლუტურად მზად არის არჩევნების ჩასატარებლად
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია : სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ წავიდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიიდან