11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

ვიქტორ ჯაფარიძე: გასკდით გულზე, არაფერზე არ იქნება პრობლემა

“ამათგან უკვე ყველაფერს ველოდებოდი, კანონის მხარდაჭერისთვის თუ დამასანქცირეს, რა საკვირველია, რომ ტელევიზიასაც დაასანქცირებენ. ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ძალიან ცუდად ვაფასებ. ალბათ ის არ მოეწონათ, რომ კამიტის გამო ჩვენმა ქვეყანამ მათ მატყუარა ტელევიზიას პრეტენზიები გამოუთქვა. ბრიტანელებმა უნდა გადაგვიწყვიტონ, რომელ ტელევიზიას უნდა უყუროს ქართველმა მოსახლეობამ? არ მაინტერესებს მაგათი აზრი.

ქართული ბანკები შებოჭილები არ იქნებიან, ეს ორი ბანკია შებოჭილი, იმიტომ რომ აგენტურის, ბრიტანელების ბანკები არიან. ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება. ხელფასებს ყველა ბანკი გასცემს, რა პრობლემაა.
რატომ უნდა გითხრათ, (რომელ ბანკთან გვაქვს ურთიერთობა), რას ლაპარაკობთ, [ხელზე არ გავცემთ] ხელფასებს. ეგ არის თქვენი ბრიტანული დემოკრატია. არ არის თქვენი საქმე (მაქვს თუ არა ქართუ ბანკთან კომუნიკაცია) გასკდით გულზე, არაფერზე [რეკლამებზეც] არ იქნება პრობლემა”,_  თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ TV პირველთან.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მიერ სამთავრობო TV იმედისა და POSTV-ის სანქცირებამდე 25 დღით ადრე, ივანიშვილის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის წილი მართვაში ზაზა მარიდაშვილს გადასცა

banner
წინა სტატიაში“განსხვავებულია”- ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
შემდეგი სტატიარასა იუკნევიჩიანე: საქართველოში რეპრესიების გაგრძელებამ შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს