ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანთან იმ შინაარსის საუბარი ჰქონდა, რომელიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანთან იმ შინაარსის საუბარი ჰქონდა, რომელიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა.

როგორც ჯაფარიძემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მირზა სუბელიანთან შეხვედრისას მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის დეპრესიაშია.

„​სისულელეებს ლაპარაკობდა და ამის გამო, რამდენჯერმე გამოსვლაც დავაპირე, თუმცა ბადრაგი არ იყო და ეს ვერ მოვახერხე“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისი ვარაუდით, ჩანაწერი პენიტენციურ სამსახურს არ ჩაუწერია. მისი თქმით, უწყებისგან ამ ჩანაწერის გაკეთების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. ამასთან, მისივე თქმით, დეპუტატის ჩაწერა დაუშვებელია.

საქართველოს მთავარი პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც უწყების ცნობით 6 ივლისაა ჩაწერილი. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ის გაწირეს, სასამართლოს განაჩენი მისთვის წინასწარ ცნობილია და ამის გამო აპირებს, გახმაურებულ საქმეებზე – თეთრაძის, ნავთლუღის სპეცოპერაციის და ა.შ. ტყუილები ისაუბროს.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – მირზა სუბელიანმა დღეის მდგომარეობით გამოკითხვაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატია„გირგვლიანის საქმესთან შედარება უსამართლობაა” – ბესელია პრეზიდენტის მიერ სარალიძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აფასებს