ვიქტორ დოლიძემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში ვიქტორ დოლიძემ ოფისის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ახალი მინისტრი თანამშრომლებს მისმა წინამორბედმა, სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა.

დავით ბაქრაძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მგონია, რომ ეს ორი წელი ძალიან შედეგიანი იყო, რაც მთავარია ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც გაგრძელდება. იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ბატონ ვიქტორს მოყვება ამ საქმეში, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი, ნაყოფიერი პერიოდი იწყება ამ ოფისის საქმიანობაში“, – აღნიშნა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა.

თავის მხრივ, ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძეს და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, იმისათვის, რაც აქამდე გაკეთდა. ჩვენ გვაქვს უკვე თანამშრომლობის გამოცდილება, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემები. ის, რაც აქამდე დათოსთან ერთად აკეთეთ თქვენ, არის ძალიან კარგი საფუძველი, რომ ზედნაშენები ჩვენც გავაკეთოთ. ძალიან ემოციური დღეა და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ყოფილი მინისტრი დავით ბაქრაძე საქმიანობს აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის რანგში განაგრძობს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის კომიტეტი ოკუპაციის შესახებ კანონის ლიბერალიზაციაზე მსჯელობს
შემდეგი სტატია9 პოლიტიკური პარტია არჩევნების გაყალბების საქმეზე სტრასბურგში აპირებს ჩივილს