ვიქტორ დოლიძემ კითხვას, “არიან თუ არა ქვეყანაში პოლიტპატიმრები,” არ უპასუხა და სხდომათა დარბაზი დატოვა

ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

დღეს პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, ენმ-ის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრსა და ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატ ვიქტორ დოლიძეს ჰკითხა – “არიან თუ არა დღესდღეობით საქართველოს ციხეებში პოლიტიკური პატიმრები?” დოლიძემ კი, ამ კითხვას პასუხი არ გასცა და დარბაზი დატოვა.

“ჩემი აზრით, თქვენი პოლიტიკური კარიერა ამით დასრულებულია. იმიტომ, რომ 5 ადამიანი თქვენ გამო ზის ციხეში”,- მიმართა ნადირაშვილმა დოლიძეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვიქტორ დოლიძემ, კითხვაზე – რჩება თუ არა იმ პოზიციაზე, რომ ე.წ. კაბელების საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული? უპასუხა, რომ ე.წ კაბელების საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. დოლიძის თქმით, მისთვის უმთავრესია პრინციპები და ღირებულებები, რასაც ის არასდროს გადავუხვევს. “დანარჩენი სხვა – თანამდებობა, ეს არის მეორეხარისხოვანი”, – თქვა დოლიძემ.

დღეს კი, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატის გუშინდელი განცხადება “ემოციურად” შეაფასა. კვირიკაშვილის თქმით, დოლიძის გუშინდელ კომენტარს არაფერი სიმართლესთან საერთო არ გააჩნია. “ჩვენ ვენდობით იმ ინსტიტუციებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში მოქმედებენ და მათი მიღებული გადაწყვეტილებები არავითარ შემთხვევაში არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს”, – თქვა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ნამდვილად გავაკეთეთ მაქსიმუმი, რომ ვიზალიბერალიზაცია ყოფილიყო
შემდეგი სტატია“უკრაინასთან ურთიერთობებში პრობლემებს ოდესის გუბერნატორი ქმნიდა, მაგრამ ამას არ მოუხდენია გავლენა ორმხრივ ურთიერთობებზე”