ვიქტორ დოლიძე შესაბამის უწყებებს მიმართავს, შეისაწავლონ აუდიოჩანაწერის ავთენტურობა და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი სუს-სა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოუწოდებს, ყურადღებით შეისწავლონ დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა და მისი დამტკიცების შემთხვევაში გადადგან შესაბამისი ნაბიჯები.

“„ნაციონალურ მოძრაობასა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილზე არასდროს შემცვლია წარმოდგენა. იგი იყო და რჩება მოძალადედ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სახელმწიფო და ხელისუფალი იმისთვის არის სახელმწიფო და ხელისუფალი, რომ პრევენცია მოახდინოს, თუკი ამდაგვარი არსებობს და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები საკუთარი მოქალაქეების სტაბილურობისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით“,- განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში,,ახალი მემარჯვენეები“ ბლოკის ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ სუბიექტი აღარაა
შემდეგი სტატიატრამპმა კლინტონთან ტელედებატებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა