ვიქტორ დოლიძე საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობას მიესალმება

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ჯანსაღს უწოდებს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.
რაც შეეხება პრეზიდენტის მონაწილეობას საერთო სახალხო განხილვებში, ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ საკითხზე შეთანხმება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის უნდა შედგეს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პოლიტიკური, წინ გადადგმული ნაბიჯი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ინკლუზიურობასთან და ყველას მონაწილეობასთან დაკავშირებით. თუკი ამგვარი სურვილი არსებობს და იქნება ორივე მხრიდან შეთანხმება პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, მე მგონი არც ეს იქნება ურიგო და მხოლოდ მივესალმები,“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ საქართველოს ანექსია – დეპუტატები „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციას განიხილავენ
შემდეგი სტატიაჩაშლილი სასწავლო პროცესი – პირველი ექსპერიმენტული 162 სკოლაში გადადის – რაზე მოაწერა ხელი დირექტორმა