ვიქტორ დოლიძე : პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართვა საკონსტიტუციო კომისიაში, არ იქნებოდა ურიგო

რეზიდენტის ინსტიტუტის ჩართვა საკონსტიტუციო კომისიაში, ვთქვათ მრავალფეროვნების თვალსაზრისით, არ იქნებოდა ურიგო, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ეხებოდა უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე და ამ პროცესში პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი როგორი უნდა იყოს.

ვიქტორ დოლიძის თქმით, ნებისმიერი ინსტიტუტის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მე ადრეც დამიდასტურებია, რომ ინსტიტუტების პატივისცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ხელისუფლება განწყობილია, რომ პატივი ვცეთ ყველა ინსტიტუტს. კონკრეტულად ამ საკითხზე, როგორ ჯობია, ვინ იყოს თავმჯდომარე, ვერ გიპასუხებთ, რადგან კონკრეტული, დეტალური ინფორმაცია არ მაქვს“,- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების შესაძლო შემცირების საკითხს გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე: ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა პოლიტიკური დაკვეთების მიხედვით მოქმედებს