ვიქტორ დოლიძე: ჯონ კერისთან შეხვედრაზე ყველაზე დიდი დრო არჩევნებზე საუბარს დაეთმო

ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

„თავიუსფალი დემოკრატების“ ერთ–ერთ ლიდერის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან შეხვედრაზე საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

„ძალიან დიდი დრო დაეთმო ჩვენს საუბარს არჩევნების, საარჩევნო გარემოს თაობაზე. ის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს პასუხისმგებელი სამართლიანი ევროპული არჩევნების ჩატარებაზე, აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სწორეს ის წერია საარჩევნო ქცევის კოდექსში, რომელიც შევთავაზეთ პარლამენტს, ჩვენ „თავისუფალმა დემოკრატებმა“. სახელმწიფო მდივნის მხრიდან იქნა აღქმული ძალიან დადებითად, რომ სწორედ ამ გზით წავალთ ჩვენ, რამეთუ აშშ–სთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება მომავალი ინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერის მიზნით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჯონ ქერის ვიზიტი წარმატებული იყო