ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

“თავისუფალი დემოკრატების” წევრის ვიტქორ დოლიძის თქმით, ირაკლი შოთაძე ახდენს ზეწოლას სასამართლოზე და ეს მას ვერანაირ სარგებელს მოუტანს.

“ახლა ვკითხულობდი შოთაძის განცხადებას და მინდა მას ვუთხრა პირადად და ყველას ვინც ჩართულია პროკურატურის მხრიდან ამ საქმეში. ეს ზეწოლა რომელსაც იგი ახორციელებს, ახლა ამ შემთხვევაში თავის განცხადებაში სასამართლოზე, ნამდვილად ვერაფერს ვერ მოუტანს მას პირადად. არანაირი უტყუარი მტკიცებულებები პროკურატურას არ გააჩნია. ვურჩევ ამგვარ პოლიტიკურ განცხადებებს ნუ გააკეთებს. სასამართლო იმედია გამოიტანს სწორ განაჩენს“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ ეს ადამიანები ამ გაფლანგვის სუბიექტები არიან.

“ბრალდებას ამ საქმეში ნული აქვს შანსი. საერთოდ არ ყოფილა ბრალდების სიტყვაში საუბარი არც სუბიექტურ მხარეზე, არც ანგარებით მიზანზე არც მოტივზე. ვერ დაასაბუთეს, რომ ეს ადამიანები არიან სუბიექტები ამ გაფლანგვისა. გარდა ამისა მთელი მთავრობა მონაწილეობდა ამ თანხის გამოყოფაში და გადარიცხვაში, ამ საკითხით ბრალდების მხარე საერთოდ არ დაინტერესებულა“, – განაცხადა ადვოკატმა

პროკურორის თქმით, დაცვის მხარეს არანაირი შანსი არ აქვს.

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ჩვენს მიერ ნათქვამი დასკვნითი სიტყვით მოსამართლე უკვე დარწმუნდებოდა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტში. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, დაცვის მხარე იტყვის დასკვნით სიტყვას, მაგრამ მათ რეალურად არაფერი აქვთ სათქმელი“, – განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი კასპის რაიონში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო
შემდეგი სტატიაპატრიარქი – საქართველოს არაფრის უნდა ეშინოდეს, საქართველო გადარჩება