ვიქტორ დოლიძე : „იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე ხანში გადაწყდება ვიზალიბერალიზაციის თემა”

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ძალიან მოკლე ხანში გადაწყდება.

„მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე ხანში გადაწყდება ვიზალიბერალიზაციის თემა და ამავე დროს, ბრისუელში ჩვენი ვიზიტი კიდევ ერთი ნაყოფიერი ნაბიჯი იქნება წინ ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. მთავარია, რომ საქართველოს შესრულებული აქვს უკლებლივ ყველა ვალდებულება. ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე, სადაც ჩვენ ევროკომისიასა და ევროპარლამენტს შორის ველოდებით საბოლოო შეთანხმებას შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მექანიზმზე დეკემბრის განმავლობაში ვერ თანხმდებიან, კონკრეტულ თარიღად 18 იანვარი გამოაცხადეს. არ არის ცუდი. ვადებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ პრაქტიკულად მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და დარჩენილია პროცედურები ბრიუსელში. იმედი მაქვს, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ძალიან მალე დაიწყებენ უვიზოდ მიმოსვლას შენგენის ზონაში“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში,,ქვეყანა უვიცებს ჩაუვარდათ ხელში!”-რომან გოცირიძე
შემდეგი სტატია“ეს კვლავ რჩება ჩვენი შეშფოთების საგნად”- სახელმწიფო დეპარტამენტი გიგი უგულავას საქმეზე