ვიქტორ დოლიძე დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

ვიქტორ დოლიძე დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, ქვეყნის დეოკუპაციის საკითხზე, ნატო – საქართველოს ურთიერთობასა და რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ დოლიძე ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, სადაც საქართველოს წარმომადგენლობა 2016 წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროგრამებს შეაჯამებს.

„ჩვენ გვექნება დღეს შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იანს სტოლტენბერგთან, რომელსაც მოჰყვება ნატო-საქართველო კომისიის სხდომა. სტოლტენბერგთან ვერ აუვალთ ჩვენ იმ საკითხებს, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ასევე სექტოლარული რეფომრების საკითხებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის თაობაზე და ამავე დროს შავი ზღვის უსაფრთხოების ერთეულის გაძლიერების თაობაზე,“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიავლაბარში ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიასაზღვარზე დიდი ოდენობით ქარვის თვლების უკანონო შემოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს