ვიქტორ დოლიძე – “ცენტრისტების” რეგისტრაციიდან მოხსნა სწორი გადაწყვეტილებაა

ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ცესკო-ს გადაწყვეტილებას „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ სწორ გადაწყვეტილებად აფასებს.

როგორც ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, ცესკო-ს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბოლო-ბოლო, რაღაც ინსტიტუტი მაინც ამოქმედდა, ამუშავდა და მიიღო გადაწყვეტილება. ეს ისეთი თემა იყო, ისეთი საფრთხილო, მგრძნობიარე და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, რომ გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის სწორი, სახელმწიფოებრივად გამართლებული და დარწმუნებული ვარ, სამართლებრივად ჩარჩოებში მიღებული გადაწყვეტილება”, – განაცხადა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში,,პენსიონერები დასაქმდებიან ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას”
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: “ქართული ოცნება”, “რესპუბლიკელები” და “ნაცებიც” უნდა მოიხსნან რეგისტრაციიდან