ვიქტორ დოლიძე : ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული პრობლემები მკაფიოდ დაფიქსირდება

გაერო-ში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაში მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე არსებული პრობლემები.

მისივე თქმით, რეზოლუცია მოუწოდებს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს, მის ოფისს, რომ ადგილზე მონიტორინგი გაძლიერდეს.

„ადამიანის უფლებათა საბჭოში უკვე ტრადიციად იქცა საქართველოს შესახებ თანმაშრომლობა, საქართველოდ წოდებული რეზოლუციის მიღება. ჩვენ სამჯერ უკვე მივიღეთ აღნიშნული რეზოლუცია და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად მხარდაჭერა არის მზარდი, იმედი მაქვს, წელსაც არ გაგვიჭირდება ამის გაკეთება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე არსებული პრობლემები. პრობლემები მათი სიცოცხლის, იცით, უკვე მერამდენე ადამიანი გარდაიცვალა და მოგვიკლეს ჩვენი თანამოქალაქე, არსებული ძალიან მძიმე სოციალური ვითარება, საერთოდ უფლებების ჩამორთმევა ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, ისეთი როგორიც არის ჯანდაცვის, განათლების მიღების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ასე შემდეგ. და საერთოდ, რეზოლუცია მოუწოდებს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს, მის ოფისს, რომ პირადად მეტი ინტერესი გამოიჩინოს, ჩაერთოს აღნიშნულ საკითხებში, მონიტორინგი გაძლიერდეს ადგილზე და რა თქმა უნდა, მოუწოდებს შესაბამისად მხარეებს, რომ დაშვება შესვლის, გადაადგილების არ იყოს შეზღუდული, განსაკუთრებით მაღალი დონის საერთაშორისო მონიტორის ორგანიზაციებისთვის და პირველ რიგში გაერო-ს შესაბამისი ოფისისთვის“ ,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე : საჭიროა, ამ პარლამენტს დიდი ბოქლომი დავადოთ – ხელფასებსაც ტყუილად ვიღებთ და საწვავსაც ტყუილად ვწვავთ
შემდეგი სტატიათუ ივანე მაჭავარიანს ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ეგეთ ადამიანს ჭრელ პერანგს აცმევენ