,,მე ვიქნები უპარტიო კანდიდატი” – ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. როგორც ელისაშვილმა გუდიაშვილის მოედანზე, წარდგენის ოფიციალურ ცერემონიალზე სიტყვიოთ გამოსვლისას თქვა, მას არ აქვს ფული, თუმცა ზურგს ხალხი უმაგრებს.
კანდიდატი აცხადებს, რომ არჩევნებს, სუსი, დიდი ფული და შავი სამყარო არ იგებს.

,,ბევრი მიზეზის გამო, გადავწყვიტე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყო. ბევრი მიჩიიჩინებს, რომ არჩევნებით არაფერი შეიხვლება ბედს სუსი, დიდი ფული, შავი სამყაროს წარმომადგენლები წყვეტენ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ იქნება ისე, როგორც ხალხი გადაწყვეტს. სინამდვილეში ყველაზე დიდი ძალა ჩვენ გვაქვს ყელში ამოგვდის გაზულუქებული ჩინოვნიკების პარპაში. თბილისში ხელისუფლებას 2017 წლის ბოლოს შევცვლით. მე მაქვს ხელისუფლებაზე გამარჯვების გამოცდილება მაქვს. 3 წლის წინ ერთად დავამარცხეთ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა” – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ის უპარტიო კანდიდატია.

“მსაყვედურობენ, რომ არ მყავს გუნდი, მიმოიხზედეთ რამდენი დაუსაქმებელი პროფესიონალი, რომლებიც მერიაში არ მუშაობენ, ისინი დღევანდელ მერიას არ სჭირდება, მაგრამ ეს ხალხი მე მჭირდება, მე მათ სათითაოდ ვიცნობ და მათგან რჩევებს მუდმივად ვიღებდი. გამარჯვების შემთხვევაში ამ ხალხთან ერთად ვმართავთ ამ ქალაქს. მეუბნებიან, რომ ფული არ მიმაგრებს ზურგს, მე დიდი ბიზნესისგან, რომელიც საარჩევნოდ დახმარების სანაცვლოდ თვალის დახუჭვას მაიძულებს დაუგებელ გზებზე და მახინჯ მშენებლობებზე”- აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, ადამიანები, რომლებმაც თბილისს უამრავი პრობლემა შეუქმნეს, დღეს ამბობენ, რომ ამ პრობლემებს მოაგვარებენ.

„მე ფუჭი და ტყუილი დაპირებებისგან ვარ თავისუფალი. მე არასდროს დავპირებივარ თბილისელებს, რომ თბილისი იქნებოდა სიღარიბის გარეშე, რომ ჩვენთან განახევრებული იქნებოდა გაზი და დენი. ღმერთმა დამიფაროს მე ამ ყველაფრისგან. ამ ფუჭი ტყუილი დაპირებებისგან ვარ თავისუფალი,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარტია, რომელიც არჩევნებზე რეალურად გამოვა ივანიშვილი-კალაძის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ, არის ჩვენი მოკავშირე
შემდეგი სტატიალინკოლნ მიტჩელი – შემაშფოთებელია, რომ პუტინთან შეხვედრისას ტრამპმა საქართველოს ოკუპაცია არ ახსენა