“როგორც იცით, ზოგადად სამინისტროების ოპტიმიზაციის კუთხით კონსულტაციები მიმდინარეობს. წინასწარ რამის თქმა არასწორი იქნება,” – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
“წინასწარ ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ, არასწორი იქნება. კონსულტაციები მიმდინარეობს და რა ფორმით და რა სტრუქტურით ჩამოყალიბდება, ვნახავთ. ვიქნები თუ არა მომავალი მთავრობის შემადგენლობაში ეს პრემიერმინისტრის პრეროგატივაა. მისი გადასაწყვეტია განახლებულ მთავრობაში ვინ იქნება,” – განაცხადა გიორგაძემ.