“მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში დამთვარდება საძინებლებში ძრომიალი”-კვირიკაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

kvirika1პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრობს. 

“გარანტი იმისა, რომ ჩვენ გვექნება შეუგუებლობა, რომ ესეთი რამე კიდევ მოხდეს ჩვენ ქვეყანაში ნამდვილად ვარ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს ინსტიტუციებში მუშაობდნენ ადამიანები, რომელებსაც შესაძლოა ჰქონდეთ კიდევ სურვილი და გამომდინარე მათი სამუშაო ფუნქციებიდან შესაძლებლობაც, რომ უკანონო ქმედებები ახორციელონ, მე არ გამოვრიცხავ ამას. მაგრამ მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ჩვენ წავალთ იმ მიმართულებით როცა ადამინების საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება ამ ქვეყანაში. მე ვარ გარანტი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს მახინჯი ავადმყოფური მისწრაფება, ჩინოვნიკისა, რომ აკონტროლოს ოპონენტი, სხვადასხვა ბერკეტები გამოიყენოს იმისა, რომ აკონტროლოს მათი შემდეგი ქმედებები, ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვოს ამ ქვეყანაში “ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

https://youtu.be/4wnplIRo7WI

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ არ უნდა გავკიოდეთ, რომ ტანკის ლულა გვაქვს მოშვერილი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ