“ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს და ვასრულებთ გადაწყვეტილებას”-ჩუგოშვილი “რ 2”-ზე

ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს- აცხადებს პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

“ზოგადად, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე არ მიუღია, კონკრეტულად ამ მუხლებთან დაკავშირებით, შეჩერების მექანიზმი გამოყენებული არ ყოფილა. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პირებს გავსაუბრებოდი ამ საკითხთან დაკავშირებით. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს არის სასამართლო, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე. ჩვენ სრული პატივისცემა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს და ვასრულებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებას შეცდომაში შეყავს საზოგადოება – სამოქალაქო სექტორი ე.წ. მოსმენების კანონზე საუბრობს
შემდეგი სტატიაბათუმის არეულობაში მონაწილეთა სასამართლო პროცესი დღეს განახლდება