სვანეთში დაკარგულების ნათესავი, ანი წერედიანი ავრცელებს ცნობას, რომ მიაკვლიეს მათ ადგილსამყოფელს და ორივე პირი ცოცხალია.
“ვიპივეთ, ორივე ცოცხალია” – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
მანამდე მოძრაობამ ბრაკონიერების წინააღმდეგ დაწერა, რომ დაკარგულებთან კავშირზე გავიდნენ და ორივე მათგანი ცოცხალია.
გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ადგილობრივებმა ბოლოს კვირას, 21 ივლისს, ნახეს. ისინი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე უნდა ჩასულიყვნენ ტყით.