ვიოლა ვონ კრამონი: შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს

ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე გამოეხმაურა.

„მშვენიერია! კარგია, რომ ყველა პარტნიორმა შეასრულა დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს. ამან ყველას უნდა გაუხსნას გზა რეგულარული საპარლამენტო მუშაობისაკენ“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი .

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისამადაშვილი: ეს გირაო არის გავრილოვის ხარკი, რომლის დაფარვა მოხდება ევროპის დახმარებით
შემდეგი სტატიახვიჩია მელიაზე: ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის მიღება დოკუმენტზე ხელმოწერას ნიშნავს