ვიოლა ფონ კრამონმა დღეს შეხვედრები გამართა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან, ასევე ყოფილ დეპუტატ თამარ ხულორდავასთან

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შვებულებით, არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან დღეს შეხვედრები გამართა „ლელოს“ ლიდერებთან, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან, ასევე ყოფილ დეპუტატ თამარ ხულორდავასთან.

„უბრალოდ მეგობრული შეხვედრა იყო. იცით, რომ პოლიტიკურად აქტიური აღარ ვარ. მე ევროპარლამენტში დელეგაციის წევრი ვიყავი, სწორედ ამიტომ ვისაუბრეთ, გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილება. თქვენ იცით, რომ ახლა ევროკავშირი უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე არის დაინტერესებული, საქართველოში შექმნილი სიტუაცია ისე გადაიჭრას, რომ მეტი შესაძლებლობები ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, განახორციელოს მისი ამბიციები. ჩვენ ახლა ბევრი ლაპარაკი გვესმის, მათ შორის იმაზე, რომ 2024 წელს განაცხადის შეტანა გვინდა ევროკავშირში წევრობაზე. ეს გადასარევია, მაგრამ ამას სჭირდება საქმიანი ნაბიჯები. მხოლოდ განცხადება ამას არ შველის და ისეთ სიტუაციაში როცა ხელისუფლება, ოპოზიცია ვერ ახერხებენ ელემენტარულ საკითხებზე შეჯერებას და ერთად მუშაობას, ეს ამ პროცესს არ ეხმარება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი გაბუნიას შემცვლელად თამარ ტყეშელაშვილი დანიშნა
შემდეგი სტატიაელისაშვილი: პოზნერმა საქართველო რამდენჯერმე აბუჩად აიგდო, დიახ, ასეთ ადამიანებს საქართველოში შემოსვლა უნდა ეკრძალებოდეთ