ვიოლა ფონ კრამონი – ევროკავშირის წევრობა ქართველთა 80%-ზე მეტის მტკიცე სურვილია

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ ევროკავშირის დროშის ხელახლა აღმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ევროკავშირთან ინტეგრაცია და წევრობა ქართველთა 80 %-ზე მეტის მტკიცე სურვილია. მადლობა თავმჯდომარე კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად არის დაცული და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ყველასთვის“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის დროშა პარლამენტთან გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს. დღეს დილით პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კვლავ აღმართა.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი – გიორგი გახარიას განცხადებაზე შეიძლება ითქვას „ნამუსიც კარგი საქონელია“
შემდეგი სტატიაკატეგორიულად ვგმობ ამ კვირაში მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებსა და ღირებულებებს