ვინმეს უნდა თუ არ უნდა, სააკაშვილი პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება – მელია

“ნაციონალური მოძრაობა ერთგვაროვანი ორგანიზმი აღარ არის. ენმ არ შედგება ერთი ცალკე აღებული, თუნდაც მსხვილი მხარდამჭერთა ჯგუფისგან. ეს არის ჩვენი არათუ სისუსტე, არამედ სიძლიერე […] ადვოკატებს დაცვის თავისი სტრატეგია აქვთ. მათ ჩემზე უკეთ იციან, რას რატომ საუბრობენ. მაგრამ, ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, რომელიც ამ პარტიის განუყოფელი ნაწილია, ბუნებრივია, მუდმივად ამ პარტიასთან ერთად იქნება […] ვინმეს უნდა თუ არ უნდა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება. სააკაშვილი რომ ტყვეობაშია და კლინიკა ვივამედში იმყოფება, ის ახლა პოლიტიკაში არ არის?” – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა
შემდეგი სტატიაოკუპირებული ლუგანსკი კატასტროფის წინაშეა, რეგიონში დაღუპულების ცხედრები არ დაუკრძალავთ – სერგეი გაიდაი