ვინმეს გჯერათ, რომ „ქართული ოცნება” გადადგამს ნაბიჯებს ქვეყნის დეოლიგარქიზაციისკენ, რომ დაუბრუნდება მიშელის შეთანხმებას, გამოუშვებს ნიკა გვარამიას და გაათავისუფლებს სასამართლოს წნეხისგან?! – დავით ბაქრაძე

ვინმეს გჯერათ, რომ „ქართული ოცნება” გადადგამს ნაბიჯებს ქვეყნის დეოლიგარქიზაციისკენ, რომ “ქართული ოცნება” დაუბრუნდება შარლ მიშელის შეთანხმებას, რომ გამოუშვებს ნიკა გვარამიას და გაათავისუფლებს სასამართლოს წნეხისგან?! – არჩევანი არის დღევანდელ ხელისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს შორის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განხილვას მხოლოდ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ დაუბრუნდებიან.

მისივე თქმით, ევროკომისიამ ბოლო შანსი მისცა ქვეყანას, რომელიც მხოლოდ პირობების შესრულებაზე გადის.

“დღევანდელი გადაწყვეტილებით ოფიციალურად დაიშალა ასოცირების ტრიო რეფორმების ნაკლებობის, არასწორი ნაბიჯების გამო და ჩვენი ქვეყანა ლიდერიდან გადაიქცა მაჩანჩალად. ამავე დროს, ევროკომისიამ მოგვცა ბოლო შანსი, მან გვითხრა, რომ საქართველოს ექნება ევროპული პერსპექტივა, ოღონდ უნდა შესრულდეს პირობები. პოლარიზაციის შემცირებაზე როცა არის საუბარი, მე მზად ვარ, დღესვე დავსხდეთ “ქართულ ოცნებასთან” მოთხოვნებზე სამუშაოდ, მაგრამ ვინმეს გჯერათ, რომ “ქართული ოცნება” გადადგამს ნაბიჯებს ქვეყნის დეოლიგარქიზაციისკენ, რომ “ქართული ოცნება” დაუბრუნდება შარლ მიშელის შეთანხმებას, რომ გამოუშვებს ნიკა გვარამიას და გაათავისუფლებს სასამართლოს წნეხისგან?! მე არ მჯერა. სამწუხარო რეალობა გახლავთ ის, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯებისთვის მზად არის არის, ამიტომ არჩევანი გვაქვს მხოლოდ ერთი, რომელსაც ქმნის ხელისუფლების უმოქმედობა ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით და ეს არის არჩევანი დღევანდელ ხელისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს შორის. ეს არჩევანი აქვს გასაკეთებელი საზოგადოებას და იმედი მაქვს, არჩევანი არის ნათელი და არავის კორუფციულ თუ ფუნქციონალურ ბიუროკრატიულ ინტერესებს არ გადავაყოლოთ ქვეყნის ევროპული მომავალი,”- განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშივიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ევროპის კარი ჩვენთვის დაკეტილია – დოლიძე
შემდეგი სტატიააშშ-ის მთავრობის მზაობა, დაეხმაროს საქართველოს – სახდეპის მდივნის თანაშემწე ღარიბაშვილს და დარჩიაშვილს შეხვდა