,,ვინმეს გარიცხვაზე ან რაიმე სანქციაზე საუბარი გუნდში არ გვქონია, ამ და სხვა საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა”

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიიდან ვინმეს გარიცხვაზე, დატოვებაზე ან რაიმე სანქციის დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ უნდა გაიმართოს უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ყველა საკითხს განიხილავენ.

„გარწმუნებთ, რომ მაგალითად, ფრაქციის სხდომაზე ვინმეს გარიცხვაზე და საერთოდ, რაიმე მსგავს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ ყოფილა. გუნდის შიგნით ამაზე საუბარი არ გვქონია. იმ შემთხვევისთვის მივიღეთ ყველაზე რბილი გადაწყვეტილება, რაც არ იყო დაკავშირებული მოსამართლეების საკითხთან. შეიძლება ვინმე სუბიექტური მიზნებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ ეს უნდა მიებას მოსამართლეების საკითხს და ეს არის მომგებიანი, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. კონკრეტულად ვინმეს დატოვებაზე, გარიცხვაზე ან რაიმე სანქციაზე საუბარი გუნდში არ გვქონია. უნდა გაიმართოს უმრავლესობის სხდომა, მათ შორის ამ და სხვა საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა და ეს მოხდება საგაზაფხულო სესიამდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძის განცხადებით, კაჭრეთში „ქართული ოცნების“ შეხვედრა მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება
შემდეგი სტატიაგრიპის ვირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, ჯანდაცვის უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა