ვინმემ არ იფიქროს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი პარლამენტიდან მოსულია და რაღაცას „აპრავებს“…

„ჩვენ დღეს ვნახავთ დებატებს, დარწმუნებული ვარ, სადაც ჩემი ოპონენტი (სალომე სამადაშვილი) არ დაიშურებს სიტყვებს და ბევრჯერ ახსენებს, მათი მესიჯ-ბოქსი ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ბევრჯერ ახსნებს იმას, რომ კატასტროფაა, მაგრამ კონცეფციაზე, რეალობაზე, სად არის კლება, სად არის მატება, ჩვენ ვერ მოვისმენთ, დარწმუნებული ვარ, საგნობრივ საუბარს, რადგან პოლიტიკური დღის წესრიგი მათი ეს არის. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში: აბსოლუტურად განსხვავებული აღრიცხვის წესი, მაგრამ სანამ ამაზე ვილაპარეკბთ, იმისათვის, რომ ვინმემ არ იფიქროს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი პარლამენტიდან მოსულია და რაღაცას „აპრავებს“, უნდა ვთქვათ აუცილებლად, ადეკვატურები რომ ვიყოთ, რომ ქურდობების ნაწილში და მსგავს ეკონომიკურ დანაშაულებთან მიმართებაში მართლაც არის მატება. თუმცა, ეს არ არის ის ციფრი, რაც არის საერთო ჯამში, იქიდან გამომდინარე, რომ არის ბევრი დანაშაული, რომელიც რიგ შემთხვევებში საერთოდ არ წარმოადგენდა დანაშაულს”-აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

მაგალითად, ადევნება – ასეთი მუხლი, სსკ-ში საერთოდ არ იყო და არსებობს ისეთი მუხლები, ჩამოგითვლით: მაგალითად, ნივთის დაზიანება, სადაც 104%-ით არის გაზრდილი სტატისტიკაში დანაშაული, მუქარა – 270%-ით, ოჯახში ძალადობა 122%-ით, სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, თვითმკვლელობამდე მიყვანა – ეს არის ის მუხლები, რომლებთან დაკავშირებითაც, რიგ შემთხვევებში მიმართვიანობამ იმატა, მე შემიძლია მოგიყვანოთ ასეთი ციფრი – 2007-2011 წლებში სულ დაფიქსირებულია 973 შემთხვევა და მხოლოდ 2018 წელს არის 4761. ჩვენ ამით შეგვიძლია ვამტკიცოთ, როგორ გაზრდილა და მართლა კატასტროფა გვაქვს, მაგრამ თუ ვიტყვით სიმართლეს, ეს არის რეალობა, რომ მიმართვიანობამ იმატა, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით სახელმწიფომ გამოიჩინა ნება, რომ ამ დანაშაულს მიხედოს, ნდობა გაიზარდა პოლიციის მისამართით. ვინმეს სჯერა, რომ ოჯახში არ ძალადობდნენ ოჯახის წევრები და ახლა გაგიჟდა ყველა ერთად და დაუწყეს ოჯახის წევრებს ცემა და ძალადობა? დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, რაც არის ამ დანაშაულებიდან ყველაზე მძიმე – მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში შემცირებულია 21%-ით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება შემცირებულია 17%-ით, არის გარკვეულ დაზიანებასთან დაკავშირებით ცოტა ზრდა, არის გაცილებით მეტი კლება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში. ანუ არის დანაშაულები, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები , სადაც გვაქვს კლება და ამაზეც უნდა ვთქვათ და ჩვენმა ოპონენტებმა უნდა თქვან, რომ რაც არის, კარგი, რომ აქ არის კლება. ყაჩაღობის ნაწილში არის მცირე, მაგრამ არის შემცირება. ასევე, შემიძლია სხვა სტატისტიკური მონაცემებიც მოგიყვანოთ.

მაგალითად, ძარცვა, დავუშვათ 2010 წელს იყო 638 შემთხვევა, 734 შემთხვევა გვაქვს. ყაჩაღობა – 998, 268 შემთხვევა გვაქვს. ანუ ასე თუ შევადარებთ ობიექტურად ერთმანეთს, რეალურად მივიღებთ იმ სურათს, რაც არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კატასტროფა კი არა, რომ გავაკრიტიკოთ. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქურდობის ნაწილში, რადგან საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ნაწილში ჩვენ გვაქვს მატება, ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისითაც კი მიხედვა უნდა რაღაც საკითხებს, მათ შორის აღსრულების ნაწილშიც მიხედვა უნდა. ის, რომ თავის დროზე, მოდი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, გავეპრანჭეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჩვე უცხოელ პარტნიორებს და ვთქვით, რომ კამერების ამოღება ნაკლებად მძიმე დანაშაულზე არის ზედმეტი, რად გვინდა, ისე უნდა გახსნას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დღეს მე ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი მიდგომა და ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ. როდესაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ გარკვეული ცვლილებები იყო, ამ ცვლილებებს მიყვა ეს ცვლილებაც და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სასწრაფოდ აღმოსაფხვრელი, ელემენტარული მარტივი მაგალითი შეიძლება იყოს, როდესაც ქუჩაში ხდება ქურდობა და იმის გამო, რომ ეს ქურდობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში შედის, ამ შემთხვევაში ვიდეოკამერასაც ვერ იღებს პოლიცია. ეს გამოსასწორებელია და ამ მიმართულებით ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რეალობა არის ერთი: ბევრგან გვაქვს პროგრესი, ბევრგან გვაქვს გარკვეული წარუმატებლობა, რეგრესი, რაც არის ბევრი ფაქტორი გამო ობიექტური რეალობა.

მე ვფიქრობ, რომ ის, რომ არ ვლაპარაკობთ, მაგალითად საინფორმაციო მხარდაჭერა არ არის იმის, რომელი დანაშაული გაიხსნა, რა რეაგირება მოჰყვა. ამ ბოლო დროს უფრო გახშირდა (გაშუქება), ეს შემთხვევითი არ არის, როგორც კი ნაციონალურმა მოძრაობამ ინტერპელაციის წესით მიმართა პრემიერ-მინისტრს, იმ წუთასვე გაძლიერდა მათი საინფორმაციო საშუალებების მიერ მხარდაჭერა, რომ დაინგრა ქვეყანა, რეალურად ჩვენ გვქონდა მოცემულობა, როდესაც დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მესამე ბლოკში ერთ-ერთი საინფორმაციო ველიდან, ერთ-ერთი არხიდან „გაიხსნათი“ იწყებოდა, ასე შუქდებოდა, დღეს გვაქვს მოცემულობა, პირველ ბლოკში პირველივე ნიუსი არის, რომ მოხდა ეს დანაშაული. ასე თუ მივყვებით, დღეში ასობით დანაშაული ხდება, ათასობით დანაშაული ხდება მსოფლიოში და ყველა ქვეყნის ყველა საინფორმაციომ ასე დაიწყოს და შექმნას ფონი, რომ ინგრევა ქვეყანა. რეალურად ეს არის მონაცემები, ეს არის ციფრები რაც არის, უნდა ვიმსჯელოთ ამაზე, თუ სადმე არის ჩავარდნა, თუ სადმე არის პრობლემა, იქ უნდა ვიმსჯელოთ ამის გამოსწორებაზე, მაგრამ კარგზეც კარგი უნდა ვთქვათ”,-აცხადებს “ქრონიკასთან” საუბარში მამუკა მდინარძე.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე ბესელიას: “ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ვინ იყო 300 და 200 ლარიანი სტატიების შემკვეთი”
შემდეგი სტატიაამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიება დასრულდა