ვინმე თუ გაბედავს პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამაზე ამორალური აღარაფერი იქნება ოპოზიციის მხრიდან – იონათამიშვილი შოთაძის გადადგომაზე

ირაკლი შოთაძე პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანია, ვინმე თუ გაბედავს პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამაზე ამორალური აღარაფერი იქნება ოპოზიციის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შოთაძის გადადგომის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.

„ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანი. თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე თავად ისაუბრა, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის გაუარესებასთან. მას მხოლოდ ჯანმრთელად ყოფნა უნდა ვუსურვოთ. თუ ვინმე გაბედავს პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამაზე ამორალური საქციელი არაფერი აღარ იქნება ოპოზიციის მხრიდან. შესაბამისად მათი განცხადებები მათსავე მორალურ სინდისზე იყოს“, – აღნიშნა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა
შემდეგი სტატიასუბარი – ბევრ ჩვენს უცხოელ პარტნიორს უნდა, საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ