“ვინმე რამე რაციონალურს დაწერს თუ … ასე ვიდგეთ სიკვდილის რიგში გამწკრივებულები” – დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ჟურნალისტი პოსტს აქვეყნებს.

„იგივეს დავწერ, რაც ქობულეთის სასტუმროში ბავშვების დაწვის, ბათუმის სასტუმროს ტრაგედიის, მეტროში ჭერის ჩამოვარდნის, ფასადიდან მინაბლოკით ბავშვის დაღუპვის მერე დავწერე – სულისშემძვრელი ფოტოების გაზიარებით, ან განტევების ვაცის ძებნით კი არა, რეალური მიზეზების და პრევენციით უნდა დავკავდეთ – მედიაც და მისი მომხმარებლებიც. დარწმუნებილი ვარ, ყველა ჩვენგანი აქაც, ფეისბუკზე წყევლა-კრულვითა და ტრაგიკული ფოტოებით გაჯერებულ პოსტებში რაიმე რაციონალური რჩევის და პრევენციული ინფორმაციის პოვნას ვცდილობთ – სამწუხაროდ, უშედეგოდ. არადა გაზი ყველას გვაქვს ბინაში… მე არ ვარ გაზგაყვანილობის სპეციალისტი. ვინმე – მთავრობა, მედია, მოქალაქე… რამე რაციონალურს დაწერს თუ როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა – ასე ვიდგეთ სიკვდილის რიგში გამწკრივებულები“- წერს დაჩი გრძელიშვილი.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში წითელას დიაგნოზით დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – აუცილებელია, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ პროცედურებზე იყოს დაფუძნებული