ვინიცაში სარაკეტო თავდასხმისას 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია

ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო იუწყება.

მისივე თქმით სამედიცინო დაწესებულებაში 90-მა ადამიანი გადაიყვანეს.

ქვეყნის გენერალური პროკურატურა კი ჯერ 17 დაღუპულის შესახებ იუწყება. მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული და საოფისე ფართები.

გამოძიება ომის დანაშაულების მუხლებით დაიწყო. სამძებრო სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

წინა სტატიაშიილონ მასკის Starlink-მა საქართველოში ავტორიზაცია გაიარა
შემდეგი სტატიარუსული გაზის ან „გაზპრომის“ წინააღმდეგ სანქციებს უნგრეთი მხარს არ დაუჭერს – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი