მეუფე გრიგოლი: ვინც ვერ მოდის ტაძრაში , მას შეუძლია სახლში ილოცოს

,,ეს აზრი გაყოფილი მრევლშიც არის, ამაზე განსხვავებული აზრები არის, რა თქმა უნდა, სასულიერო პირებს შორისაც. ეს ერთნაიარად უნდა გადაწყდეს, რომ ამან კიდევ გაყოფა და დაპირისპირება არ გამოიწვიოს.

ჩვენ ამ განსაცდელმა, პირიქით უნდა გაგვაერთიანოს და განსაცდელი ისედაც მძიმე არის და ამან კიდევ ეკლესიაში გამოიწვიოს გახლეჩა, დაპირისპირება, კიდევ უფრო მძიმე იქნება ეს რა თქმა უნდა. მე ასე გეტყოდით, ევქარისტია არის უმნიშვნელოვანესი საიდუმლო. ევქარისტია სადაც არ არის, იქ ეკლესიაც არ არის.

მაგრამ შეიძლება საგანგებო მდგომარეობამ, საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს რა თქმა უნდა, ეკლესიაც და ღვთისმსახურებებიც, მაგრამ ღვთისმსახურება როგორც ასეთი არ შეწყდება, უბრალოდ შეიძლება ადამიანებმა ვერ შეძლონ მოსვლა, ამაშიც მე პრობლემას ვერ ვხედავ.

რის გამო შეიძლება ვერ მოვიდეს ადამიანი? იმის გამო, რომ უშლიან ღვთისმსახურებას და ლოცვას ? თუ იმის გამო, რომ ღვთისგულისათვის დაიცვას თავისი თავი და სხვაც დაიცვას. მიდგომას გააჩნია, როგორი მიდგომა ექნება ადამიანს და როგორ ავუხსნით მას. ისე ის პრობლემები, რაც საქართველოში არის შედარებით იოლად გამოიყურება კიდევ, ვიდრე სხვა ქვეყნებშია, ეს კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხელს გვიშლის იმ მდგომარეობის და იმ საფრთხეების სრულად გააზრებაში ყველას, ერშიც და ბერშიც.

უბრალოდ, კარგი იქნება ჩვენ შევძლოთ ზედმეტი მსხვერპლის გარეშე და ზედმეტი გართულების გარეშე გადავლახოთ. გასაგებია, ურემი, რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო, მაგრამ მსხვერპლი როცა იქნება და მსხვერპლის რაოდენობა განკურნებულთა რაოდენობას, რომ გაასწრებს და გაასწრებს, მერე სხვანაირი დასკვნები გაკეთდება, მაგრამ შეიძლება შედარებით გვიანი იყოს.

გონივრული მიდგომა არის საჭირო, ისე, რომ ჩვენ ამ ვითარებამ პირიქით უნდა დაგვაახლოვოს რწმენასთან, ღმერთთან. ის, ვინც ვერ მოდის ტაძარში, მას შეუძლია სახლში ილოცოს და ევქარისტიის შინაარსი ჩვენ გვაერთიანებს ყველას, სადაც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა ვიყოთ. თუ შენ არ მოდიხარ იმის გამო, რომ ეჭვი გეპარება ამ საიდუმლოს მადლმოსილებაში,მაშინ ეს არ არის სწორი და რა თქმა უნდა შეცდომააა,“- ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურების შემდეგ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარსა და მშენებარე ტაძარში მრევლისთვის დისტანციური სანიშნეები გაკეთდა
შემდეგი სტატიაფოთის ორივე შესასვლელთან ბლოკ-პოსტები მოეწყობა