“ვინც „თავისუფალი დემოკრატების“ ღირებულებები თანამდებობაში გაცვალა, ამჟამინდელ ხელისუფლებაში დაწინაურდა”

ვინც, თავის დროზე, უღალატა „თავისუფალი დემოკრატების“ ღირებულებებს და პრინციპები თანამდებობებში გაცვალა, ყველა ამ ადამიანის დაწინაურება ხდება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში, – ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა არჩევანი შეაჩერა არა პოლიტიკურ ლიდერზე, არამედ ერთგულ შემსრულებელზე.

„ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ჩემთვის სამ რამეს ნიშნავს. პირველი, რომ უშიშროების სამინისტროდან ლევან იზორია გადაიყვანეს ზუსტად ისე, როგორც მინდია ჯანელიძის გადაყვანა მოხდა უშიშროების სამინისტროდან. ასე რომ,ლევან იზორია იქნება მინდია ჯანელიძის გზის გამგრძელებელი. ეს არის ჩვენთვის ერთმნიშვნელოვანი. მეორე, პრემიერმა ისევ, თავისი გადაწყვეტილება შეაჩერა არა პოლიტიკურ ლიდერზე, არამედ ერთგულ შემსრულებელზე და მესამე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე უღალატა „თავისუფალი დემოკრატების“ ღირებულებებს, პრინციპები და ღირებულებები თანამდებობებში გაცვალა, ყველა ამ ადამიანის დაწინაურება ხდება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში“,- აღნიშნა ნინო გოგოუაძემ.

banner
წინა სტატიაში“იზორიას დანიშვნა ივანიშვილის უპატივცემულო დამოკიდებულებაზე მიუთითებს”
შემდეგი სტატია“მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ-მინისტრი” – თინა ხიდაშელი იზორიას დანიშვნაზე