ვინც შემოსავალი დაკარგა და კომპენსაციას იღებს, საბანკო სესხის მომსახურება 3 თვით გადაუვადდება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ყველა მოქალაქე, ვინც სამსახური დაკარგა და კომპენსაციას იღებს, შემდგომი სამი თვით შეღავათით ისარგებლებს.

კერძოდ, გადაუვადდება სესხის მომსახურება.

ამასთან, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შემოსავალი შეუმცირდა და საბანკო კრედიტი აქვს და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, მისი საკრედიტო პროცენტის გადახდა სამი თვით გადავადდება.

გახარია ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე მოხდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ჩვენ მივმართეთ პარლამენტს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : საქართველოს მთავრობა მზად არის, უახლოეს დღეებში მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას გასცეს პასუხი