„ვინც სახლში რჩება, ხმას აძლევს სიღარიბეს” – გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გორში იმყოფება. გრიგოლ ვაშაძე ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს ხვდება. მან მადლობა გადაუხადა გორის მოსახლეობა იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებულ ოპოზიციას ნდობა გამოუცხადეს.

„უამრავი პრობლემები დაგროვდა საქართველოში, შიდა ქართლში, უამრავი პრობლემები დაგროვდა გორში, სადაც შრომის მოყვარე,~ უნიჭიერესი, უგანათლებულესი ადამიანები ცხოვრობენ. ის თვისებები, რომელიც დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას არ აქვს. მოძრაობა ძალა ერთობაშია, ეს ჩვენ გაერთიანებული ოპოზიცია და ის პარტიები, ვინც გაერთიანებულ ოპოზიციას ან თქვენ მონა მორჩილს ნდობა გამოუცხადეს, იმ ხალხით არის დაკომპლექტებული, ვისაც შეუძლიათ ეს ქვეყანა გაჭირვებიდან გამოიყვანოს და ისევ შენების გზაზე დააყენოს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ წარსულზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლაპარაკობს.

„ჩვენ გაკვეთილები ვისწავლეთ და ეს გაკვეთილები გვასწავლა ქართველმა ხალხმა, თქვენ გასწავლეთ და დიდი მადლობა იმისათვის, რომ დაგანახეთ სარკეში ჩვენი თავი მაშინ,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებით, ყველა ადამიანისთვის, ვინც არის პატრიოტი და ვისთვისაც ქვეყნის სუვერენიტეტი მთავარია, გაერთიანებული ოპოზიციის კარი ღიაა. მან ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, ვის მისცა ხმა.

„ვინც სახლში რჩება, ხმას აძლევს სიღარიბეს. ვინც სახლშიო რჩება, ხამს აძლევს ივანიშვილს, ვინც სახლში რჩება, ხმას აძლევს სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვას,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფსოუზე და როკის გვირაბთან ქართული დროშა იდგმება.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, საქართველო 1990 წლიდან რუსეთის აგრესიის მსხვერპლია და ეს აგრესია დღემდე არ შეწყვეტილა.

„რაც არ უნდა ეცადოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური ბრძოლისთვის იმასაც კი არ ერიდება, რომ სახელმწიფო გადააყოლოს თავის პოლიტიკურ ინტერესებს, ის ვერსად ვერ მიაღწევს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ან საერთაშორისო სამართალმა საქართველო აღიაროს 2008 წლის რუსეთს საქართველოს ომის დამწყებად. ამ დღეს ვერ მოესწრებიან,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში,,2019 წლის ბიუჯეტს დავარქმევდი ფისკალური სტაბილურობის, სოციალური უსაფრთხოების და ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტს”
შემდეგი სტატია„შეიძლება საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც შესაძლებელია ФСБ დავალებები შეასრულებინოს” – ნუკრი ქანთარია