ვინც სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს ამუნათებს, საკუთარი სიმხდალის გადაფარვას ცდილობს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მისამართით გამოთქმულ შენიშვნებს:

“ის, ვინც ამუნათებს სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს, ცდილობს დაფაროს თავისი სიმხდალე და ამას აკეთებს იმის გამო, რომ სწორედ მათ გაბედეს და გადადგეს ნაბიჯები ქვეყნის გადასარჩენად. ასეთი შურიანობა მე ჩემს თავზე არაერთხელ გამომიცდია.

ადამიანების ტალახში მთრეველების პირით ივანიშვილი ცდილობს დაგანახოთ რომ თქვენ არა მარტო ერი არ ხართ, თითქოს არარაობები ხართ, მაგრამ ის, ვინც ამას აკეთებს, თვითონ არიან არარაობები”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშითიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ახალი ფუნქციონალი – საინვესტიციო სიახლეები – დაემატა
შემდეგი სტატია4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა