“ვინც საკანონმდებლო ცვლილებებს გაურკვეველი კრიმინალური ქეისების გამო ხმა არ მისცა, მოქალაქეების წინაშე ამით თავს ვერ გაიმართლებს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება და პარლამენტის თითოეულ წევრს ამ შედეგს ულოცავს.

„პირველ რიგში, მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი, ყველას, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო ქვეყნის ინტერესები მის პირად, ეგოისტურ ინტერესებსზე მაღლა დაეყენებინა“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ცვლილებების პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღებას.

„საკონსტიტუცციო ცვლილებები, რომელიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ და საბოლოო ჯამში, პროპორიციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის პირადად ნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მიღწევას. პირველ რიგში, ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც ქართული, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა და ვერავინ ეს ვერ გააკეთა, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“.

რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების და, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის, ჩვვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, დღეს ყველამ ერთად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი, ამას მივეცით ახლა ჩვენ ხმა.

ვინც გარკვეული, ვიწროპოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს რაღაც აბსოლუტურად გაურკვეველი, კრიმინალური, უფრო მეტსაც ვიტყოდი, ქეისებით, ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა იმ ადამიანს, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, მივულოცო და მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : დღევანდელი კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, რომლის ერთ მხარესაც დარჩა “ევროპული საქართველო” და” “ნაცმოძრაობა,” თამაშგარე მდგომარეობაში
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია-ახლა არც რეიტინგებისთვის მცალია, არც წინასაარჩევნო კამპანიისთვის, 24 საათი გვაქვს სამუშაო, რათა ხალხს კრიზისისგან მიყენებული ზიანი შევუმციროთ