ვინც ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს პოლიციელია

ირაკლი ოქრუაშვილის საქმე და მტკიცებულებები რომლის საფუძველზეც თავდაცვის მინისტრს 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება – “კურიერმა” ბრალდებულის წინააღმდეგ საქმეში არსებული ჩვენებები მოიპოვა. ირკვევა, რომ ყველა ის პირი, ვინც ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს, პოლიციელია.

გამოკითხვის ოქმები 23-24 ივლისით თარიღდება. ჩვენებებს წინ უძღოდა ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუ, რომელშიც მან თქვა, რომ იწყებს ბრძოლას “რუსთავი 2”-ისთვის, ტელევიზია მისი საკუთრებაა და სასამართლოში დაამტკიცებს, რომ ქიბარ ხალვაში ფორმალური პირი იყო.

ამ ინტერვიუდან სამ დღეში, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისივე თანამშრომლებს ჩამოართვა და ციხეში “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ძალოვნების გამოკითხვის ოქმების საფუძველზე გაუშვა.

ოქრუაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მოწმე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ბაკურ გერგენიძეა, რომელიც ჩვენებაში წერს, რომ მას პირადად ესმოდა როგორ მოუწოდებდა მასთან ერთად მყოფ პირებს პარლამენტში შეჭრისკენ.

ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება აქვს მიცემული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს თემურ კვინიკაძესაც. სპეცრაზემელი გამოკითხვის ოქმში ორგანიზებულ ჯგუფზე საუბრობს, რომელიც აქციაზე პოლიციას ფიზიკურად უსწორდებოდა. მხოლოდ ჩვენების ბოლოს ახსენებს ოქრუაშვილს, ამბობს რომ ის მომიტინგეთა შორის დაინახა, თუმცა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიერ ძალადობრივი გზით პარლამენტში შესვლის შესახებ მოწოდება არ გაუგია.

თემურ კვინიკაძე გამოძიებამ 24 ივლისს ანუ ოქრუაშვილის დაკავებამდე ერთი დღით ადრე გამოკითხა. ჩვენებაში სამათალდამცველი არ აკონკრეტებს დროს, როდის დაინახა ირაკლი ოქრუაშვილი.

“კურიერის” მიერ მოპოვებული საქმის მასალებით დასტურდება, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ, გამოძიება ძირითადად პოლიციელების ჩვენებს ეყრდნობა.

banner
წინა სტატიაში„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძლივდა
შემდეგი სტატიალევან ვასაძე ივანიშვილს და მთავრობას – გააკონტროლეთ მედია!