“ვინც NDI-ის ესხმის თავს, საკუთარი სისუსტეების, დაუცველობისა და კომპლექსების დაფარვას ცდილობს” – ლორა თონტონი

NDI-ის საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიმართ მთავობისა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების მიერ გამოთქმულ კრიტიკას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება. კვლევაში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რეიტინი საგრძნობლად დაეცა. მმართველი პარტიის წევრები და ლიდერები კი NDI-ის კვლევის შედეგებს არ იზიარებენ და ოპოზიციის ლობირებაში ადანაშუალებენ ორგანიზაციას.

„როგორც ვამბობდი, ძალზე არასწორი და შეცდომაში შემყვანია არჩევნებით შედეგების შედარება გამოკითხვის შედეგებზე. არჩევნები დაფუძნებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ხმებს აძლევენ, ხოლო გამოკითხვის თანახმად, შეგვიძლია სიტუაციის მიახლოებითი სურათი ვნახოთ სრულწლოვანი მოსახლეობის გამოკითხვისას. NDI არ გახლავთ პარტია ან პარტიაზე მომუშავე ორგანიზაცია. ჩვენ არ ვიყენებთ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიც არის გადაუწყვეტელი ადამიანების ალოკაცია და სხვა. ჩვენ გვსურს, ვიცოდეთ, რას ფიქრობს ყველა ადამიანი, ვინაიდან ჩვენი მიზანია, პოლიტიკოსები წავახალისოთ, ყველა მოქალაქის მიმართ იყვნენ პასუხისმგებლიანები, არა მხოლოდ ამომრჩევლების მიმართ . ყოველშემთხვევაში , ეს არ არის მნიშვნელოვანი არავისთვის- ისინი NDI-ის ესხმიან თავს, რათა საკუთარი სისუსტეები, დაუცველობა და კომპლექსები დაფარონ.“ ,- განაცხადა თორნტონმა ფეისბუქზე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომაზე დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანის შვილი – მიხეილ კალანდია მკვლელი არ არის