“ვინც იბრძვის, ჯერ არ დამარცხებულა დამარცხდა ის, ვინც ჩვენ გვებრძვის” – ალექსანდრე ჩილაჩავა

“ვინც იბრძვის, ჯერ არ დამარცხებულა და ვინც დამარცხდა არის ის, ვინც ჩვენ გვებრძვის”- ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი სხდომა ბუტაფორიული იყო. დაკავებული ეჭვობს, რომ არც წინასასამართლო პროცესი იქნება განსხვავებული.

პირველად ვარ სასამართლოზე, პირველი სასამართლო ბუტაფორიული იყო და არა მგონია, რომ ეს იყოს განსხვავებული.

ვინც იბრძვის, ჯერ არ დამარცხებულა და ვინც დამარცხდა არის ის, ვინც ჩვენ გვებრძვის. ვინც არ ნებდება ის იმარჯვებს და მას ხვდება ის, ვინც უკვე გამარჯვებულია”- ალექსანდრე ჩილაჩავა.

ზუგდიდის უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილე ალექსანდრე ჩილაჩავა პოლიციამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, 8 ოქტომბერს დააკავა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

banner
წინა სტატიაში“არ მინდა სიკვდილი ციხეში” – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზაქრო ალთუნაშვილი
შემდეგი სტატიაახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება