5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

,,ვინც გვიკბენს, მას კბილები ჩაემტვრევა” – ორბანის მუქარა

,,დღეს ომია, რადგან ევროპელ ლიდერებს ომის გაგრძელება სურთ” – აცხადებს უნგრეთის პრემიერი წინასაარჩევნო შეხვედრაზე, თავის მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ადგილობრივი მედია, ვიქტორ ორბანის გამოსვლაზე დაყრდნობით აღნიშნავს, ორბანმა ვრცლად ისაუბრა ომის საფრთხეზე ევროპაში, თუმცა ისე, რომ რუსეთი არ უხსენებია. უკრაინელებისთვის ომი კი შემოსავლის წყაროდ დაასახელა:
“უკრაინელებისთვის ომის გაგრძელება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, რადგან ისინი ფულს მიიღებენ მანამ, სანამ ომი გაგრძელდება. თუ ომი არ იქნება, ვინ მისცემს მათ ფულს?” | თქვა პუტინის მოკავშირე ორბანმა.
მისივე მტკიცებით, კიევი უნგრეთის არჩევნებში ჩარევას ცდილობს იმისთვის, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტია დამარცხდეს და ხელისუფლებაში ისეთი ძალა მოვიდეს, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს.
პუტინის მეორე მოკავშირის, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს მსავსად, ორბანიც დაიმუქრა, რომ თუ მილსადენ „დრუჟბის“ გავლით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება, უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს – “ვინც გვიკბენს, მას კბილები ჩაემტვრევა” – დაიმუქრა ორბანმა.
banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ობიექტები დაბომბეს
შემდეგი სტატიავინ არის პირი, ვინც მზად არის, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ჩვენება დაადასტუროს და რა ხდებოდა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების ღამეს განყოფილებაში?