ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად თვლით, მზად ვარ, მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია – მიხეილ სააკაშვილი

“მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში მეგობრებო, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის, და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე.

სიტყვით გამოსვლის დროს მან აღნიშნა, რომ საზოგადოებასთან ღია დისკუსია უნდა და საქართველოში სწორედ ამის გამო დაბრუნდა.

“ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვახტე მეტი ბოდიშის განცდა წინა ჩემ გამოსვლაში და მეტი სინანული. ნუ ახლა ვინც სინანულს მოუწოდებენ, უფრო სწორად ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია, მათთვის ეს ისეთივე სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს, მერე ყველას ხვრეტდნენ, თავისივე აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ, მე არანაირი სასინანული არ მაქვს.

რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა დანარჩენ საზოგადოებასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო, მთლიანად საზოგადოებაზე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მესამე პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ფიცი დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო და თქვა, რომ მისი “გალობანი სინანულისანი” სწორედ ამ რეფლექსიის მაგალითია.

“ამიტომ მეგობრებო, ვინც ჩემ ბოდიშს ან არაგულწრფელად ან არასაკმარისად თვლით, ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება დაშვებული შეცდომების საკმარისია და ვისაც მიაჩნია რომ ეს საერთოდ არაა საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო, ყველაფერი, მე მინდა ყველას გითხრათ, მზად ვარ მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია, მზად ვარ ვიკამათო თქვენთან, დაგეთანხმოთ და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით სადაც მართალი შეიძლება აღმოვჩნდე დამეთანხმოთ, განსხვავებით ამ სასამართლოსგან, აქ აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებად, ან სადაც მართალი არ ვქინები მე დაგეთანხმებით, ეს იქნება ჩემთვის ასევე კათარზისი და გაწმენდის პროცესი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბოდიშს არავისგან არ ითხოვს და ეს საკითხი საერთოდ არ დგას.

წინა სტატიაშიიყო მოვდივართ, მოვდივართ, მოვდივართ, დაიწყო კარებებმა ბრახუნი…- მიხეილ სააკაშვილმა არაადამიანური მოპყრობის ახალ დეტალებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: საქართველოში უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაეკიდოს