ვინც ცდილობს ჰქონდეს საკუთარი პრინციპული მოსაზრება, ეს მისთვის ხდება თანამდებობისთვის „დამშვიდობების მიზეზი“

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის ტენდენციაა, რომ მორჩილება ხდება მმართველ პარტიაში თანამდებობაზე ყოფნის ერთ-ერთი განმსაზღვრელი,- ასე აფასებს დეპუტატი ეკა ბესელია გიორგი ქობულიას მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, მმართველ პარტიაში ბოლო პერიოდში ჩანს ტენდენციაა, რომ ვინც ცდილობს ჰქონდეს საკუთარი პრინციპული მოსაზრება, ეს მისთვის ხდება თანამდებობისთვის „დამშვიდობების მიზეზი“.

“უმჯობესი იქნება, თუ მმართველი პარტია და გადაწყვეტილების მიმღები პირი აუხსნის საზოგადოებას ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, მაგრამ ინფორმაცია ქობულიას შესაძლო გადადგომის შესახებ ვრცელდებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. იყო გარკვეული საკითხები, როგორც ამბობენ, რომელიც გახდა განსხვავებული პოზიციის მატარებელი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მოულოდნელი არ იყო”,-აცხადებს ბესელია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადადგა.

banner
წინა სტატიაშისაერთოდ ამ ტიპის ადამიანები რომ მინისტრები ხდებიან, ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა – ჭიაბერაშვილი ქობულიას გადაყენებაზე
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინი მოსკოვს ეწვევა