ვინც არ უნდა წარმოედგინა პრეზიდენტს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ, ყველას ავირჩევდით – მდინარაძე სებ-ის საბჭოზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის საბჭო და ფინანსური სისტემა გადარჩა იმით, რომ გუშინ უმრავლესობამ საბჭოს ორი წევრი აირჩია. ვინც არ უნდა წარედგინა საბჭოს წევრობის კანდიდატად პრეზიდენტს, ყველას აირჩევდნენ.

“ინსტიტუტი გადარჩა. ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა, ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც და გულწრფელად გეუბნებით, ვინც არ უნდა წარმოედგინა ქალბატონ სალომეს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ ის ადამიანები და ყველას ავირჩევდით. იმიტომ, რომ ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი, ასეთი მდგომარეობა დააყენეს და შეხედეთ, რომ სამი თანამდებობის პირი, რომელზეც ის იყო დამოკიდებული, სამივე ერთ დღეს გაწიეს გვერდზე”, – თქვა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროტესტი მარტვილის მერიასთან – მოსახლეობა ბალდის კანიონზე სამუშოების შეჩერებას ითხოვს (ვიდეო)
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა