„ვინც არ უნდა იყოს აშშ ხელისუფლებაში, ურთიერთობებს პრინციპებსა და ღირებულებებზე აგებს, თუ შენ რუსეთს ირჩევ და არა დემოკრატიას, ამის მხარდაჭერა გამორიცხულია“- გიგი წერეთელი კობახიძის განცხადებაზე

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, თითქოს ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ამერიკის ხელისუფლების დამოკიდებულება მათ მიმართ შეიცვლება, უსაფუძვლო ტყუილია.

„ამერიკის შეერთებული შტატები, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ურთიერთობებს პრინციპებსა და ღირებულებებზე აგებს. თუ არ არის დემოკრატია, თუ შენ რუსეთს ირჩევ პარტნიორად და ადამიანის უფლებებს არ იცავ, შენთან არცერთი ადმინისტრაცია არ იმუშავებს.
საუბარი კვლავ არა სტრატეგიულ ურთიერთობაზე, არამედ სანქციებზე იქნება.

ამის ერთ-ერთი მკაფიო სიგნალი სწორედ ისიც არის, რომ “MEGOBARI ACT“, რომელიც მძიმე ნაწილსაც შეიცავს და ძალიან კარგსაც – სიტუაციის ცვლილების შემთხვევაში, ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი პოლიტიკური პარტნიორის, ჯო უილსონის მიერაა ინიცირებული“ – თქვა გიგი წერეთელმა

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – სალომე ზურაბიშვილმა როგორც საერთო ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, საპრეზიდენტო კამპანია უნდა დაიწყოს
შემდეგი სტატია„ხელისუფლებლის მხრიდან წლებია ვხედავთ ანტიდასავლურ კამპანიას და რევერანსებს რუსეთთან, მაგრამ მოსახლეობის შეხედულება საპირისპიროა“- გიგი წერეთელი კავკასიის ბარომეტრის კვლევაზე