ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას ვეტყვით, რომ რიკსები არსებობს და ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის – ბოლქვაძე

ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, – აცხადებს „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე. მისი თქმით, რისკები არსებობს და ამ რისკების აცილებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.

„ჩვენ თვეების განმავლობაში ვგეგმავდით, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან, აქტორებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყონ ამ პროცესში. ბოლო დღეებში, მრავალსაათიანი მუშაობის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: უსაფრთხოების რა ზომების გათვალისწინებაც არის შესაძლებელი ორგანიზატორების მხრიდან არის გათვალისწინებული. მიმდინარე მომენტში მიდის დაძაბული მუშაობა, ათეულობით ადამიანია ჩართული იმისთვის, რომ ყველა ღონისძიებამ ჩაიაროს მშვიდად. პროცესში ჩართულები არიან როგორც მაღალჩინოსნები ასევე სამართალდამცველებიც და იმედი მაქვს, ეს მუშაობა იქნება ეფექტური. რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს და ამ რისკების აცილებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. ჩვენ, თითოეულ ადამიანს, ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას ვეტყვით, რომ რიკსები არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის“-განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა. აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაავრცელა. შსს მიზეზად უსაფრთხოების რისკებს ასახელებდა. ამის მიხედავად, ორგანიზატორებმა 18 ივნისს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ „თბილისი პრაიდი“ ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში ბებიას და შვილიშვილებს მანქანა დაეჯახა
შემდეგი სტატიაჩადენილია უდიდესი დანაშაული – ნათელაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას უერთდება