ვინც ამბობს, რომ დავიჭირეთ და არ ჩაბარებულაო არიან თაღლითები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 13, 2016 01:06

ვინც ამბობს, რომ დავიჭირეთ და არ ჩაბარებულაო არიან თაღლითები

rcheulishviგუკამ მე შემატყობინა ამ გადაწყვეტილების შესახებ, მე წინააღმდეგი ვიყავი რომ ჩაბარებოდა ,იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ეს არის პროვოკაცია პროკურატურის მხრიდან გაკეთებული მაიას ქონების ხელში ჩასაგდებად,- ამის შესახებ ვახტანგ რჩეულიშვილმა მედიასთან საუბარში  განაცხადა.

” მიუხედავად ამისა, გუკამ მოიწვია ტელევიზია, მისცა ინტერვიუ, ინტერნეტშიც გამოაქვეყნა ვიდეო, რომ ბარდებოდა და გამოვიდა და მოსული იყო პოლიცია. როგორც ყოველთვის არიან თაღლითები, ვინც ამბობს, რომ დავიჭირეთ და არ ჩაბარებულაო. ადვოკატმაც იცოდა რომ ბარდებოდა და ტელევიზიებმაც და ინტერნეტშიც იყო გამოქვეყნებული. პარლამენტის უკან შენობა რომ არის, იქ იყო მისული ლელასთან სახლში, კილაძესთან. იქ დაიბარეს ტელევიზიები. მე წინააღმდეგი ვიყავი, რომ ჩაბარებოდა, მაგრამ მაია იქ არის და არ შემიძლიაო. ლელასთან იყო სახლში მისული, ლელასთან ცხოვრობს ეხლა, მისი ცოლია და მასთან იყო მისული. იქიდან შემატყობინა ჩაბარებაზე მეც და ჩვენს ადვოკატსაც და რეალურად გავრცელდა ინტერნეტშიც ინფორმაცია და მოვარდნენ სამართალდამცველებიც და ჩაიწერეს ქულა”,- განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 13, 2016 01:06

Google სტატისტიკა


3,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics