ვინც ამ უტიფარ რუსეთუმე რუბლის მონას გადაეყრებით, აუცილებლად დაუსვით კითხვა, რატომ იღებს ფულს რუსული ფედერალური ბიუჯეტიდან?! – ქადაგიძე ხოშტარიაზე

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, სადაც ელენე ხოშტარია საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

ანალიტიკოსი მიმართავს ყველა ჟურნალისტს, რომ დაუსვან კითხვა ხოშტარიას, რატომ იღებს ფულს რუსული ფედერალური ბიუჯეტიდან.

„ეს უტიფარი არ ჩერდება, თვალებში გვაყრის ნაცარს და ხალხს მოუწოდებს ხელისუფლების ამოტრიალებისკენ… ამიტომ, პირადად მე მოგმართავთ ყველა ჟურნალისტს და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერს, ვინც ამ უტიფარ რუსეთუმე რუბლის მონას გადაეყრებით, აუცილებლად დაუსვით კითხვა, რატომ იღებს ფულს რუსული ფედერალური ბიუჯეტიდან?!“ – წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციამ ხმარებიდან ამოიღოს ტერმინები პრორუსული მთავრობა და პუტინისტური რეჟიმი – კობახიძე დეპოლარიზაციაზე
შემდეგი სტატიააქცია ნაც.მოძრაობის და მისი რადიკალური ფრთის, “სირცხვილიას” ორგანიზებულია – კობახიძე