,,ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა, ამ საკითხს კარგად არ ვიცნობ”-სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია გრძელდება

ჩვენ რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, პრობლემები ადრეც გვქონდა და ყოველთვის გვექნება ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, – ამის შესახებ კოლუმნისტმა და მწერალმა დიმიტრი კოსირევმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ვერე პალასთან“ განუცხადა, სადაც ამ წუთებში რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით დაფინანსებული მედიაფორუმის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია პერფორმანსი იმართება.

როგორც კოსარევმა აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხს კარგად არ იცნობს, ამიტომ ის კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

„ჩვენ რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. პრობლემები ადრეც გვქონდა და ყოველთვის გვექნება ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჯერ კარგად უნდა გავერკვე საკითხში, რომ შემდეგ ამაზე ვწერო ან ვისაუბრო. ეს ჩემი თემა არაა. ეს არც ფორუმის თემაა. თუ ვინ მოახდინა ვისი ოკუპაცია, ამისთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკითხს კარგად იცნობენ. მე ამას არ ვიცნობ. მზად ვარ ამის შესახებ უფრო მეტი გავიგო. სიამოვნებით გავესაუბრები აქ შეკრებილ ადამიანებს, მოვისმენ მათ აზრს, გავესაუბრები ვინმეს მოსკოვში. ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში არ შემოუშვეს, კონფერენციის პროგრამაში იყვნენ შეყვანილი და მათ შეეძლოთ ამ საკითხებზე პასუხების გაცემა, მაგრამ ეს ადამიანები არ შემოუშვეს. ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზე სხვა დროს ვისაუბრებთ“, – განაცხადა კოსირევმა.

შსს-ს ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს. მათივე ინფორმაციით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “იტარტასის” სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს ეთქვათ.

banner
წინა სტატიაში,,როცა მაღაზიიდან გამოვედი, დავინახე, რომ ქვემოთ ბავშვი ეგდო”-რას ყვებიან ფოთში მომხდარ შემთხვევაზე თვითმხილველები?!
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქციაზე გაშლილი სუფრა-პერფორმანსი,როგორ ხვდება ხელისუფლება ოკუპანტებს