ვინ უწოდა საკუთარ თავს ,,მწვანე კნოპკა”-კახა მიქაიას სკანდალური პოსტი

პულტებით მანიპულირება პარლამენტში – ,,დეპუტატს, რომელმაც სხივისი პულტით ხმა მისცა, ხელფასი დაექვითება. სხდომათა დარბაზში კენჭისყრის დროს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიშერ თოლორაია სხვის პულტებს იყენებდა.

დეპუტატი პულტით იმ დროს სარგებლობდა, როცა პარლამენტს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო. საუბარია ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტზე, რომელიც საპენსიო რეფორმას ეხებოდა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ედიშერ თოლორაია არ არის ის ადამიანი, ვინც სხვის პულტს ბოროტად გამოიყენებს.
“შესაძლოა, დეპუტატი, რომელსაც უნდა მიეცა ხმა, იქვე იყო და ვერბალურად დაუდასტურა, რომ მიეჭირა ღილაკისთვის,” – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

მინდა, მთელი გულწრფელობით განვაცხადო!!!

ზუგდიდის მაჟორიტარ დედუტატ ედიშერ თოლორაიას, არა თუ სხვისი პულტებით მანიპულირება, არამედ, საკუთარ პულტზე თითის მიჭერა უპრობლემოდ თუ შეეძლო, ნამდვილად არ მეგონა!!!
ამიტომ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს!!!

აბსოლუტურად ვეთანხმები ანრი ოხანაშვილსაც, ედიშერი მართლაც უბოროტო ადამიანია და ის სხვის პულტს ბოროტად არ გამოიყენებდა!!!
ასევე მინდა ვთქვა,
მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა და განსაკუთრებით კორუფციაში ბრალდებული და დაპატიმრებული შონია-გოგია-გულორდავა-ქობალიას ,,კომანდა,” სწორედ მას აბრალებს ჩემთვის იმ ცნობილი ჩანაწერის გადმოცემას, რომელიც მე გავასაჯაროვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ასე არ არის!
პირიქით, ერთერთი დაპატიმრებულის, ზუგდიდის ყოფილი ვიცე მერის გია გულორდავას შვილი, წალენჯიხის მაჟორიტარი გოგა გულორდავა და ედიშერ თოლორაია, განუყრელი მეგობრები არიან, რაც, ახლახანს პარლამენტში გადაღებულ ფოტოზეც კარგად ჩანს (იხ.ფოტო)

ვიმეორებ, ედიშერი უბოროტი ადამიანია!!!
უბოროტო და გულწრფელიც!!!

მან, ამასწინათ, ჩვენს საერთო მეგობართან სუბრისას არ დამალა, რომ პარლამენტში, ,,მწვანე კნოპკაზე” ხელის მიჭერის მეტი, სხვა ფუნქცია არ გააჩნია და საკუთარ თავს ,,მწვანე კნოპკაც” კი უწოდა!!!
ბოლო დროს, როგორც ვატყობ, ედიშერი გაწაფულა ,,მწვანე კნოპკებით” მანიპულირებაში, რაც, ,,მისასალმებელია!!!

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მინდა მივმართო ქართული ,,ოცნების” საპარლამენტო დეპუტაციას და შემდეგი ინიციატივა შევთავაზო!!!

პატივცემულო დეპუტატებო!!!

ედიშერ თოლორაიას გარდა, თქვენს რიგებში, ირიცხება კიდევ რამდენიმე უბოროტო ,,მწვანე კნოპკა დეპუტატი!”
გთხოვთ, პარლამენტში შექმნათ ,,უბოროტო მწვანე კნოპკათა” ფრაქცია და საბოლოოდ გაგვახაროთ კნოპკათა ამომრჩევლები.

P.S. საქართველოსთვის,
საქართველოსთვის,
საქართველოსთვის
,,კნოპკებო,”
სწორდით!!!

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ყინულის სახლი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა
შემდეგი სტატიასარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი „საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების“ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს