Iran international-ის ინფორმაციით, მოჯთაბა ხამენეის გადაწყვეტილებით, აშშ-თან მოლაპარაკებებს პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაღერ გალიბაფი უხელმძღვანელებს.
გამოცემის ცნობით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მაჰმუდ ნაბავიანმა განაცხადა:
„ჩვენი პირობები პაკისტანურ მხარეს გადაეცა… მათ კი თქვეს, რომ ტრამპმა ისინი მიიღო“.
მან ასევე დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილება ირანის ხელმძღვანელობამ მიიღო.
















