“ვინ, ვინ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, ერთი – არის გარანტი, პირველ რიგში, იმ პოლიტიკური კურსის და გეზის, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. იმ უსაფრთხოების, იმ გადარჩენის კურსის და იმ ეკონომიკური განვითარების კურსის, რომელსაც მიჰყვება ჩვენი პოლიტიკური გუნდი და ჩვენი ქვეყანა… და ამ ადამიანს როდესაც შენ ცდილობ, რომ, ესე ვთქვათ, დეზინფორმაცია გაუვრცელო ქველმოქმედებაზე ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. ნუ, ღიმილისმომგვრელიც არ არის!
მიზანი ერთია, ვინც ამ ქვეყანაში ავტორიტეტულია, ვინც ამ ქვეყანაში პატივისცემას იმსახურებს, ვისაც ამ ქვეყნისთვის გული უძგერს და ვისაც ამ ქვეყნისთვის თავი აქვს გადადებული პირდაპირი მნიშვნელობით და არა მხოლოდ თავის თავი, მთელი თავისი ოჯახი, შეუტიონ და დაანგრიონ თავისი ჭკუით მისი ავტორიტეტი. ამით ვერ ხვდებიან, რომ პირიქით… ძლიერდება ეს ოჯახი და ძლიერდება ეს ადამიანი” ,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა “ოცნების” წევრმა კირცხალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.















